საპარლამენტო არჩევნებზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" თავის ამომრჩეველს შესაძლოა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი სახე - გოჩა ბახიას კანდიდატურაც შესთავაზონ.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენისთვის,, გახდა ცნობილი ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებლად, ,,ქრისტიან-დემოკრატების,, სახელით გერმანიის მოქალაქე გოჩა ბახია ემზადება და მოძრაობის შემადგენლობა კიდევ ერთი ჟრნალისტით შეივსება.
ამჟამად მოძრაობის წევრები არ მალავენ, რომ მათ მიერვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვეაში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეს უფლებას აძლევს ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს, თავადაც ისარგებლებენ. ,,ქრისტიან-დემოკრატების,, ლიდრმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებთან უკვე ისიც დაადასტურა, რომ საკუთარ ამომრჩეველს "ერთ ავსტრიის და ერთს გერმანიის მოქალაქეს,, წარუდგენენ.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ,,ქრისტიან-დემოკრატები,, გერმანიაში მცხოვრებ გოჩა ბახიასთან მოლაპარაკებას, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებამდეც აწარმოებდნენ.
შეგახსენებთ, რომ გოჩა ბახია ეროვნული მოძრაობის დასაწყისში, აფხაზეთის მრგვალი მაგიდის წევრი იყო. თბილისში, სამხედრო გადატრიალების დროს კი უზენაეს საბჭოს შენობაში სამხედრო კომენდატი იყო. როგორც ამბობენ მან საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ბოლომნდე უერთგულა. ხოლო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საცხოვრებლად გერმანიში გადავიდა. გოჩა ბახია პროფესიით ჟურნალისტია.