გერმანიაში ვიზიტისას აჭარის მთავრობის თვმჯდომარე გერმანიის სახელმწიფო მინისტრს ფედერალურ და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, ემილია მიულერს შეხვდა, რომელიც ამავდროულად ქალაქ ბავარიის მმართველია. ლევან ვარშალომიძე და ემილია მიულერი სამომავლო თანამშროლმლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ქალაქ მიუხენში კომპანია "ბაუერის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციასაც დაესწრო, რომელიც სამშენებლო სფეროში დანერგილ სიახლეებს ეხებოდა.
ვარშალომიძე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში კომპანია "ბაუერის" მფლობელს, თომას ბაუერს შეხვდა და აჭარის საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო.