რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული კომიტეტი იუწყება, რომ ორგანიზაცია "იმარატ კავკაზის" მეთურს, დოკუ უმაროვს, საქართველოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კონტაქტი აქვს.
"საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "იმარატ კავკაზის" მეთაური უმაროვი, რომელიც მჭიდრო კავშირშია საქართველოს სპეცსამსახურებთან, კოორდინირებას ახდენდა მთელი საქმიანობისა, რომელიც სოჭის სიახლოვეს იარაღის სამალავების გაკეთებასა და ტერორისტული აქტის ჩასადენად საჭირო მასალის ამ ადგილამდე მიწოდებას ეხებოდა", _ აცხადებს რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული კომიტეტი.
მათი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სპეცსამსახურებმა იარაღის ათი სამალავი აღმოაჩინეს, რომელშიც იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ტერაქტის ჩადენისთვის სხვა საჭირო ნივთები იყო აღმოჩენილი.