დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერები მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე და გოგლა ჟვანია ამომრჩეველს სენაკის კულტურის სახლში შეხვდნენ.
ადგილობრივმა გამგეობამ სხვა დარბაზის გამოყოფაზე უარი განაცხადა, სამას კაციან დარბაზში, კი ორჯერ მეტი მოქალაქე მივიდა „ქართული ოცნების" ლიდერების მოსასმენად. სენაკელი მხარდამჭერები სცენაზე, კიბებზე და კულისებში იყვნენ განთავსებულნი.
„დამფრთხალი ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, რომ არ მოსულიყო ხალხი, აქ მაინც მოვიდა ყველა სოფლის ყველა უბნის წარმომადგენელი, რათა მოესმინათ და გაეგოთ თუ რას სთავაზობს მათ „ქართული ოცნება". „ქართული ოცნება" ეს არის სკოლა ყველა სოფელში, უფასო მკურნალობა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ძლიერი სოფელი და დასაქმებული საქართველო. ჩვენ გავიმარჯვებთ სამეგრელოში და ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველოში" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სენაკელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.