კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებამდე თანამდებობას დატოვებს. კულუარული ინფორმაციით, ბეჟაშვილის თანამდებობიდან გადადგომა საპარლამენტო არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება და იგი "ნაციონალური მოძრაობის" სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.
დღეს ბეჟაშვილი პარლამენტში პირადად იმყოფებოდა და საპარლამენტო უმრავლესობასთან, სავარაუდოდ, კონსულტაციებსაც მართავდა. თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში მან შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო.
შეგახსენებთ, რომ ბეჟაშვილი წინა მოწვევის პარლამენტში დეპუტატად ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა და იგი იურიდიული კომიტეტს ხელმძღვალელობდა. კონტროლის პალატის თავმჯდომარედ კი 2008 წლის ივლისიდან დაინიშნა.