კანონმდებლებს ამომრჩევლებთან შეხვედრისას მიღებული ინფორმაციის კომიტეტებისთვის წერილობით მიწოდების ვალდებულება ექნებათ. აღნიშნულს ითვალისწინებს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, ამომრჩევლებთან შეხვედრა როგორც მაჟორიტარული, ისე პარტიული წესით არჩეული დეპუტატისთვის სავალდებუილო გახდება. ასევე შემოდის ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც, მათ შესაბამისი ინფორმაცია შესაბამისი პროფილით მომუშავე კომიტეტს უნდა გააცნონ. ამ უკანასკნელებს კი ინფორმაციის გაანალიზება და მასზე რეაგირება დაევალებათ. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.