ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი, დეპუტატი ნიკოლოზ ლალიაშვილი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატის არჩევის შესახებ ინფორმაცია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
ლალიაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე "ქრისტიან-დემოკრატი" რატი მაისურაძე ჩაანაცვლა.