მომავალ პარლამენტში სამთავრობო საათები ხუთშაბათის ნაცვლად, პარასკეობით გაიმართება. აღნიშნულს პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი ითვალისიწნებს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, დღეს პირველი მოსემნით განიხილა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, პროექტით, სასესიო დღეერბად ოთხშაბათი და პარასკევი განისაზღვრება. შესაბამისად, სამთავრობო საათის გამართვაც თვის ბოლო ხუითშაბათის ნაცვლად, უკვე თვის ბოლო პარასკევს გახდება შესაძლებელი.