ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დღEს ჟურნალისტებტან საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ცვლილებებით საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებს, ბიძინა ივანიშვილს ამ ფორმულირებით, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა, რადგან ივანიშვილი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა, გადასახადებს კი 2005 წლიდან იხდის.
პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ".
საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ფორმულირება სავარაუდოდ ორშაბათს გახდება ცნობილი.