იმ პრეზიდენტმა, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაცხადა: მე არ მიყვარს სააკაშვილი, მაგრამ ჩვენ უნდა მივბაძოთ, გადმოვიღოთ, რუსეთში განვახორციელოთ საქართველოს მიერ წარმოებული წარმატებული ოპერაციები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 54-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, რუსეთის პრემიერის პოსტზე დანიშნულმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ არ უყვარს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა მიბაძონ საქართველოს და რუსეთში განახორციელონ ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში წარმატებით განხორციელდა.
"რუსეთის დუმაში დამტკიცებისას რუსეთის იმ პრეზიდენტმა, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაცხადა: მე არ მიყვარს სააკაშვილი, მაგრამ ჩვენ უნდა მივბაძოთ, გადმოვიღოთ, რუსეთში განვახორციელოთ საქართველოს მიერ წარმოებული წარმატებული ოპერაციები. მე არ ვიცი სხვა მაგალითი თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, რომ 100 ჯერ დიდი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ახორციელებს პატარა ქვეყნის ოკუპაციას და კიდევ კარგი მან ეს ოკუპაცია ბოლომდე რომ ვერ მოახერხა და მეორე - რამდენიმე წლის შემდეგ აცხადებს, რომ ის მზად არის ამ ქვეყნისგან ისწავლოს როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, ეს არის პარადოქსი, მაგრამ ეს არის ის, "რასაც ჩვენ აქ, საქართველოში ვაღწევთ".
მისი თქმით, საქართველომ რუსეთთან ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი იმ პირობებში, როდესაც ქართველებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია რუსეთის ვიზების მიღება.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "მხრავალმხრივი შემაშინებელი გაფრთხილებისა", რომ საქართველოში რუს ტურისტებს საფრთხე ემუქრებათ, რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება.
"ჩვენთვის ერთი მილიონი რუსის ჩამოსვლა საქართველოში ეს არა მხოლოდ ეკონომიკური საკითხია, ეს არის საკითხი, რომ ერთი მილიონი რუსეთის მოქალაქე წაიღებს სიმართლეს საქართველოზე თავის ქვეყანაში", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სინი წაიღებენ ამბავს, რომ საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში და მათ სამეზობლოში.
"ისინი წაიღებენ ამბავს, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურა ვითარდება ძალიან ჩქარა, წაიღებენ ამბავს, რომ აქ არ არის კორუფცია იმიტომ რომ ბევრი რუსი შემოდის გზით და მათ იციან კარგად, რომ განსხვავებით მათი ტერიტორიიდან, როგორც კი გადმოდიან აქეთ, რომ არც ერთი საგზაო პოლიციელი მათ უსამართლოდ არ აჩერებს. ისინი წაიღებენ ამბავს, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე თანამედროვე მესაზღვრეების ინფრასტრუქტურა მსოფლიოში", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და არნიშნავს, რომ "ჩამოსულები ასევე წაიღებენ ამბავს, რომ როცა აქ რამე დაგჭირდება, როცა აქ არის ერთ ერთი ყველაზე თანმედროვე ბიუროკრატია მსოფლიოში, ჩვენ გვაქვს ბევრი პროცედურები, რომლებიც არის მსოფლიოში ყველაზე მარტივი".