H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. 48 წლის მამაკაცი ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 1246 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 24 გარდაიცვალა.
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საავადმყოფოებში მძიმე მდგომარეობაში დაახლოებით 7 პაციენტი იმყოფება.