პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის მტკიცებით, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციის საპასუხოდ, განაცხადა, პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით, „არაორდინალური" არაფერი ხდება და პარლამენტი ისე ვითარდება, როგორც ქვეყანა.
მისი თქმით, ის შაბათ-კვირას ქუთაისს ეწვევა, სადაც პარლამენტის მშენებლობას ადგილზე გაეცნობა.
„26 მაისისთვის პარლამენტის შენობის დასრულებას ვერ ვასწრებთ, მაგრამ პლენარული სხდომის დარბაზი მზად იქნება. მშენებლობა გარაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და წინ მივდივართ. ამ კვირაში, შენობას ვნახავ და ჩემს მოსაზრებასაც მოგახსენებთ", -აღნიშნა მაჭავარიანმა.