საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ქუთაისში, პრეზიდენტი სოხუმზე გაკეთებული განცხადებისას, საბჭოთა პოლიტიკას აკრიტიკებდა.
ამის შესახებ, ევროპასთან ინტერგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯოდმარე დავით დარჩიაშვილმა, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გიორგი ცაგარეიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც პრეზიდენტის გამოსვლას აღმაშფოთებელი უწოდა.
დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მუდმივად ცდილობს პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტაციას.
,,მხოლოდ ცაგარეიშვილის ალიანსის შეკრებებში შეიძლება დაიბადოს აზრები, რომელიც პრეზიდენტის ნათელ განცხადებებს ასე შეცვლის. ყველას, ვისაც მოსმენილი აქვს პრეზიდენტისთვის და ვისაც საღი გონება გააჩნია, იტყვის, რომ პრეზიდენტი საუბრობდა საბჭოთა პოლიტიკაზე, რომელიც იდეოლოგიით და ისტორიული ფაქტების ინტერპრეტაციის გზით, საქართველოს განუყოფელ ნაწილს - აფხაზეთს, საქართველოსგან ყოფდა. საბჭოთა პერიოდში ისეთი კველევბის ჩატარებაც კი იკრძალებოდა, რომელიც საქართველოს დანარჩენ ნაწილებთან აფხაზეთის განუყოფელ კავშირს აჩვენებდა,, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისთვის პრეზიდენტის განცხადების ინტერპრეტირება განსაკუთრებით იმ ალიანსის წარმომადგენელისგან არის მიუღებელი, რომელიც ოფიციალურ ტერმინად ამკვიდრებს "საქართველო-აფხაზეთის" საზღვარს, ღიად ამბობს, რომ ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო და მათი წარმომადგენელი ჯაფარიძე - ყოფილი ელჩი და უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს მტერი არ უნდა დაუძახოს.
,,ყველაფერს აქვს საზღავრი, თუმცა ტრიბუნაც თავისუფალია და ქვეყნის 80%-იც, რომელიც ოკუპირებული არ არის. დანარჩენი კი მსმენელმა და ამომრჩეველმა გაარკვიოს" - დასძინა დეპუტამა.