კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, კალმახელიძისთვის კიდევ ერთხელ ნდობის გამოცხადების შემდეგ, საპატიმროში სამი ადამიანი დაიღუპა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ საპატიმროებში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე საუბარს, ხელისუფლება იგნორირება გაუკეთა, შედეგი კი უკვე დადგა.
"ახლა რა პასუხს სცემთ იმ ჭირისუფლებს, რომელთა პატიმრები თქვენს მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ დაიუღუპნენ?", - მიმართა ცაგარეიშვილმა უმრავლესობას.