კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, აფხაზეთზე გაკეთებული განცხადება პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე შეაფასა.
როგორც მან პარლამენტის Dდღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტმა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გამოსვლისას თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასოდე ყოფილა და თითქოს აფხაზეთი იყო ილუზია.
"რუსეთის ფედერაციამაც და სეპარატისტებმაც პრეზიდენტის ამ განცხადებით შეიტყვეს ის, რაც ასე აწუხებდათ ათწლეულობის მანძილზე. პრეზიდენტის თქმით ირკვევა, რომ თურმე ვინც აფხაზეთში ასწლეულობის მანძილზე ცხოვრობდა, ცხოვრობდა ილუზიაში, იქიდან დევნილებიც დღეს დაბრუნების ილუზიით ცხოვრობენ და ათასობით მებრძოლიც, თურმე ილუზიისთვის დაიღუპა. რომელიმე ჩვენგანს რომ ეს გაეკეთებინათ, წარმომიდგენია რა ამბავს ატეხდით და რა ეპითეტებით შეგვამკობდით აქ", -აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ, როცა პრეზიდენტი ამ განცხადებას აკეთებდა, პარალელურად "ქართული ოცნების" წარმომადგენელ ბავშვებს სახანძროები არბევდნენ.
ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ამ ფაქტზე საუბრობენ უკვე არა მხოლოდ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, არამედ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანზიაციამაც, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ეს იყო დარბევა.