ბათუმში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და ქართველი დეპუტატები მიიღებენ. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმში 12-14 მაისს დაგეგმილი ეკონომიკური ფორუმის მასშტაბის ღორისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.
ვიცე-სპიკერის განმარტებით, ეკონომიკურ ფორუმში 40-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
ეუთოს ეკონომიკური ფორუმზე საინვესტიციო გარემოზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და ტურიზმზე იმსჯელებენ.
გიგი წერეთლის თქმით, ფორუმს 200-ზე მეტი სტუმარი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.