დღეს, 21 იანვარს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ქალთა საინფორმაციო ცენტრი მართავს ღონისძიებას, სადაც სტუმრები გაეცნობიან ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.
ღონისძიებაზე გაიმართება ასევე წიგნის - "საუკუნის ქალების" პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე თანამემამულე ქალთა ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ. წიგნის გამოცემის მიზანია მათი საქმიანობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია. პრეზენტაციაზე გაიმართება რესპოდენტთა ნამუშევრების გამოფენაც.
პრეზენტაციას დაესწრებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები გენდერულ საკითხებში და წიგნში - "საუკუნის ქალები" - შესული რესპოდენტები.
პრეზენტაცია ტარდება ქალთა საინფოერმაციო ცენტრის პარტნიორი შვედური ფონდის "Kცინნა თილლ Kვინა"-ისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.