საქართველომ განვითარების დემოკრატიული ვექტორი შეინარჩუნა, - ამის შესახებ ჟურნალ "ტაბულასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დევნილმა რუსმა ოლიგარქმა, ბორის ბერეზოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა მართლაც მოახერხა დაეწყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა.
"მართალია, ამდენი ხარვეზებით, ნაკლოვანებებით, პრობლებებით, დღესაც დგას ხელისუფლების საკითხი. მაგრამ მე ამ მხრივ, როგორც რუსეთში არსებული რეჟიმის აბსოლუტური მტერი, იმავე მხარეს ვდგავარ, სადაც სააკშვილი დგას. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ასე, როგორც სააკაშვილი აკეთებს რუსეთთან ურთიერთობებში, შესაძლებელია დამოუკდებლობის შენარჩუნება. დიახ, დღეს ასეულ ათასობით ქართველს პრობლემები აქვს, რადგან რუსეთთან ასეთი დიდი კავშირები იყო. მაგრამ, რუსეთში დღეს არსებული რეჟიმის პირობებში სხვა გზას ვერ ვხედავ. მეტიც, მინდა ვთქვა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მას შემდეგ, რაც რუსეთი ავტოკრატიას დაუბრუნდა, ზოგიერთმა ქვეყანამ დემოკრატიული ვექტორის შენარჩუნება სცადა. მხედველობაში მაქვს, პირველ რიგში, უკრაინა და საქართველო. არ მინდა ვთქვა, რომ უკრაინაში ყველაფერი კრახით დასრულდა. იუშჩენკოს ხუთმა წელმა ერის მენტალიტეტი ძალიან შეცვალა. მაგრამ, ფაქტობრივად, ძალიან ბევრი მიმართულებით უკრაინა უკან მიდის. ძალიან რთულია გაუძლო ისეთ მეზობელს, როგორიც რუსეთია. საქართველომ ეს მოახერხა. საქართველომ განვითარების დემოკრატიული ვექტორი შეინარჩუნა. ამიტომაც, დღემდე მიმაჩნია, რომ მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული რუსეთში სიტუაციის შესაცვლელად. რომ რუსეთი ისევ დემოკრატიისკენ შემობრუნდეს. მაშინ ყველა ამოისუნთქავს, მათ შორის საქართველოც. და მაშინ, თუ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრებთ, ბევრად ადვილი იქნება იმის გადაწყვეტა, გაგრძელდეს თუ არა ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს", - აცხადებს ოლიგარქი "ტაბულასთან" ინტერვიუში.