"ამ ხელისუფლების არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ აღდგება და ეს ნაწილობრივ რუსეთის ინტერესებშიც შეიძლება შედიოდეს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ტავისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წარმოუდგენია.
"როცა მე ვიქნები ხელისუფლებაში, რასაკვირველია, მაგრამ ამ ხელისუფლების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობის დალაგება გამორიცხულია", _ განაცხადა ბურჯანაძემ.