ახალგაზრდული პროკრემლისეული ორგანიზაციების შტაბი აცხადებს, რომ მათ წარმომადგენლებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოსკოვის ცენტრში სასტიკად სცემეს.
"ოპოზიციონერები თავს დაესხნენ ჩვენს აქტივისტებს და სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენს აქტივისტებს ეცვათ, მაისურები, რომლებზედაც ვლადიმერ პუტინის პორტრეტი იყო გამოსახული და ეწერა "პუტინ ნაშ პრეზიდენტ", _ აცხადებს გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი მიხაილ დუხოვიჩი და აცხადებს, რომ დაზარალებულები პოლიციაში ჩივილს აპირებენ.