პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ვაჟა ჯანყარაშვილისა და ნიკოლოზ გონგლიაშვილის კანდიდატურები წარუდგინა.
ვაჟა ჯანყარაშვილი ამჟამად მთავარ პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპეციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსად მუშაობს.
რაც შეეხება ნიკოლოზ გონგლიაშვილს, მას ამჟამად ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტის უკავია.
აღნიშნული კანდიდატურები პარლამნენტს დღეს წარედგინა.