"მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ ბატონ ბიძინა ივანივილს ვთქვათ, ან რომელიმე ოპოზიციურ ლიდერს დაემუქრება და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ან ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, ან თავისუფლებას დაემუქრება საფრთხე რეალური საფრთხე ხელისუფლების მხრიდან მე აუცილებლად მივეხმარები მათ საზღვრის დატოვებაში", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და ის, თუ როგორ მოახერხა ბადრი ბიწაძემ საქართველოს დატოვება არ დაუკონკრეტებია.
,.რატომ უნდა მოგიყვეთ დეტალურად ეს ძალიან მაინტერესებს. ის არის პროფესიონალი მესაზღვრე ჯერ ერთი, დავიწყოთ ამით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა და იცის ყველა ბილიკი ყველა გადასასვლელი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჰყავდა მეგობრები და თანამოაზრეები ასე ვთქვათ, მაღალ და საშუალო რგოლებში იგივე საზღვრის დაცვის დეპარტამენტში", _ განაცხადა ბურჯანაძემ.
Mმისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი რამდენიმე ადამიანს ეყრდნობა.
,,თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ სააკაშვილის რეჟიმის ძალა არის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობა. ხოლო საშუალო და დაბალ რგოლებში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც თანაუგრძნობდა ,,სახალხო კრებას", ,,დემოკრატიულ მოძრაობას", რომელიც თანაუგრძნობს იგივე ოპოზიციურ პროცესებს", _ განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ შეგნებულად არ სცემს პასუხს იმაზე, თუ როგორ მოახერხა მისმა მეუღლემ საქართველოს საზღვრის დატოვება.
,,ის ძალიან კარგი და გამოცდილი მონადირეა, ასე, რომ მესაზღვრეც, რომ არ ყოფილიყო ესეც საკმარისი იქნებოდა. მე არასოდეს ვპასუხობ, როგორ გავიდა ასე ვთქვათ ლეგალურად გავიდა, არალეგალურად გავიდა მარტივი მიზეზის გამო დაუსვით ეს კითხვა იურისტებს და მიხვდებით, რატომ არასოდეს არ ვცემ ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს", _ განაცხადა ბურჯანაძემ.