,ბატონ ბიძინას ჰქონდა ის შანსი ოპოზიციაში მოსვლის პირველ თვეებში, რომ მას გაერთიანებინა მთელი ოპოზიცია და მთელი ძალისხმევა ოპოზიციისა წარმართულიყო სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ",_ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მის გუნდს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში დღეს შეიძლება უკვე სააკაშვილის ხელისუფლება და სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში აღარ ყოფილიყო.
"ამის ძალიან დიდი შანსია ყოველგვარი სისხლისღვრის და ძალადობის და ყოველგვარი Aასე ვთქვათ, დიდი თავისტკივილის, ქვეყნისათვის დიდი თავისტკივილის გარეშე. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და რა თქმა უნდა, ალბათ ბიძინა ივანიშვილიც და კოალიციის სხვა წევრებიც აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აიღეს ასე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილებით", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.