რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა დუმაში დასამტკიცებლად უკვე წარადგინა. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ სერგეი ნარიშკინმა ჟურნალისტებთან საუბარში უკვე გააკეთა.
დიმიტრი მედვედევი კონსცულტაციებს ფრაქციებთან დღეიდანვე იწყებს. რუსეთის დუმის რიგგარეშე სხდომა კი რომელზეც მედვედევის კანდიდატურა უნდა განიხილონ 8 მაისს 15 საათზე დაიწყება.
თუ რუსეთის დუმა მედვედევის კანდიდატურას დაამტკიცებს, მან ორშაბათს ანუ ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტრს ფედერალური ორგანოებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტუქტურების შესახებ წინადადებები უნდა წარუდგინოს. მან ასევე უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს ვიცე-პრემიერებისა და ფედერალური მინისტრების კანდიდატურები უნდა წარუდგინოს.
რუსეთის მთავრობა უკვე გადადგა და მის გადადგომას ხელი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ ზუბკოვმა ხელი უკვე მოაწერა.