"მიმდინარე წლის 8 მაისს საქართველოს მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებს ვიზიტით ეწვევიან ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, თანათავმჯდომარეები შეხვდებიან საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში.
,,ვიზიტის ფარგლებში გაიმართება, თანათავმჯდომარეების შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციასთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის ხელმძღვანელობით", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ვაშაკიძემ.
შეხვედრის დროს Mმხარეები ყველა იმ საკითხს განიხილავენ, რომელთა განხილვაც ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო 20-ე რაუნდზე იგეგმება.
,,შეხვედრაზე მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ საკითხებზე რომელთა განხილვაც მოხდება ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო 20-ე რაუნდზე".