"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარლამენტში ქსენოფობიურ ტენდენციებთან დაკავშირებით, გარკვეული ზომების მიღებას გემავს.
როგორც მან სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს პარლამენტში შემაშფოთებელი ტენდენციები დამკვიდრდა, ეს ეხება ქსენოფობიურ და კრიმინალურ გამოხტომებს, ასევე, სრულ შეუწყნარებლობას განსხვავებული აზრის მიმართ.
,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი სამარცხვინო პარლამენტის წევრები, რომლებიც კრიმინალური მოქმედებით გამოირჩევიან, პარლამენტში არ უნდა იყონ, ჩვენ ვერავის ვერ ვაპატიებთ შეურაცყოფას ეთნიკური ნიშნით არც ქართველების, არც სომხების, არც რუსების, არც აზერბაიჯანელების და ა.შ. ზოგადად ეს არის კრიმინალური მოქმედება და ყველამ პასუხი უნდა აგოს ასეთი მოქმედების გამო", - აღნიშნა ბაღათურიამ.
ბაღათურია მიიჩნევს, რომ მხოლოდ დამოკიდებულების დაფიქსირება აღნიშნულ საკითხზე, სრულიად არასაკმარისია, ამიტომ გაარკვევს სამართლებლივად რა ნორმები შეიძლება არსებობდეს, რომ პარლამენტარებმა პასუხი აგონ.
ბაღათურიას თქმით, სამოქალაქო სექტორთან დღევანდელ შეხვედრაზე, იმსჯელებენ, თუ როგორია ევროპული გამოცდილება, ან შეერთებულ შტატებში როგორ ექცევიან ისეთ პირებს, რომლებიც კრიმინალურად მოქმედებენ პარლამენტში და შეურაცყოფას აყენებენ ეთნიკურ ჯგუფებს.
დეპუტატი. აღნიშნულ საკითხზე. საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთანაც გეგმავს შეხვედრას.