საქართველოს საგარეო უწყება რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებები მოსალოდნელი არაა.
"რაც შეეხება პუტინის პოლიტიკასთან დაკავშირებით საგარეო სიახლეებს, პირველ რიგში საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პუტინი პრაქტიკულად არც წასულა არსად. Mმისი პოლიტიკური სტილიდან და შესაბამისი განცხადებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ოპტიმისტური პროგნოზები გაგვაჩნია", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ და აღნიშნა, რომ რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი პუტინის მმართველობას არ შეეგუება.
"რუსეთი საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი, რომელსაც აქვს სურვილი იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ეგუება და ვერ შეეგუება იმ სისიტემას და რეალობას, რომელიც ჩამოყალიბდა დღეს რუსეთში და როგორც იკვეთება, ხედვა და გეგმები ეს დღევანდელი პოლიტიკური ელიტა აპირებს, ხანგრძლივი პერიოდით გააგრძელოს ამ ტიპის მმართველობა და ბუნებრივია, აეთი აქციები იქნება მომავალშიც", _ განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის პარალელურად აქციები მიმდინარეობს.