კრემლში ვლადიმერ პუტინის მესამე ინაუგურაციის ცერემონიალი დაიეყო. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში 2008 წლის დეკემბერში, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინიციატივით შეტანილი ცვლილებების თანახმად ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის თანამდებობას არა ოთხი, არამედ ექვსი წლით დაიკავებს. ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია კრემლის დიდ დარბაზში მიმდინარეობს.
პუტინისათვის ინაუგურაციის ცერემონიალი უკვე კარგა ხანია ნაცნობია, მან ის ჯერ 2000 შემდეგ კი 2004 წელს გაიარა. ამიტომაც სპეციალური რეპეტიციის ჩატარება ამისათვის საჭირო არ გახდა.
დღეს, თანამედროვე რუსეთის ისტორიაში მეორედ მოქმედი პრეზიდენტი პირადად გადასცემს ხელისუფლებას სახელმწიფოს ახლადარჩეულ მეთაურს: რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ვადაზე ადრე მოიხსნა უფლებამოსილება და ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის პერიოდში - 200 წელს იგი რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი არ იყო. ამირტომაც ხელისუფლების პირდაპირ გადაცემას პირველად 2008 წელს ჰქონდა ადგილი პუტინიდან მედვედევისადმი.
რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემოანიალი არ შეცვლილა და ისე ჩატარდება როგორ 2000, 2004 და 2008 წლებში ჩატარდა. ინაუგურაციაში დაპატიჟებულია 2 ათას ადამიანზე მეტი, ყველა ისინი ამ დღის აღსანიშნავად ვერცხლის სამახსოვრო მედალს მიიღებენ. რუსეთის პოლიტიკოსების გარდა, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე ასევე დაპატიჟებულია ბორის ელცინის მეუღლე ნაინა ელცინა.
რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც წესი ამ ცერემონიალზე უცხოელ მაღალჩინოსან სტუმრებს არ იწვევენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ინაუგურაცია შესაძლოა გამონაკლისი აღმოჩნდეს.
დღეს მთელი დღის განმავლობაში მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდება. ცერემონია შუადღეს დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.