ყველანაირი მცდელობა წესრიგის აყირავების, შეიარაღებული ან სხვა გზით, პასუხს მიიღებს საქართველოს პოლიციისგან, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გორში გამარ6თულ პოლიციის აღლუმზე სიტყვით გამოსვლიას.
მისი თქმით, ქართული პოლიცია არის დემოკრატიული და ნეიტრალურია პოლიტიკურ პროცესებში.
"პოლიცია ყველას ერთიანი საზომით უდგება. მოწოდებულია დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი და არა ცალკე აღებული პოლიტიკოსები. მაგრამ სწორედ ის, რომ ჩვენ ვიცავთ წესრიგს, ასევე ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი მცდელობა, როგორც არა ერთხელ იყო გასულ წლებში, ამ წესრიგის აყირავების, შეიარაღებული ან სხვა გზით, პასუხს მიიღებს საქართველოს პოლიციისგან, მთლიანად ქართული საზოგადოებიდან; ეს არის კიდევ ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ გასულ წლებში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.