10 საუკუნე დავით აღმაშენებლამდე და 10 საუკუნე მის შემდეგ, არავის უნახავს ამ დონის კონსოლიდირებული წინსვლა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გორში, ქართული პოლიციის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, "ჩვენ მოვახერხეთ თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა".
"ეს არის დღევანდელი ეპოქის, დღეს მცხოვრები თაობების ის იტორიული დამსახურება, რომელიც დარჩება შემდეგი ათი საუკუნის განმავლობაში, როგორც დღემდე შემორჩა ჩვენს ისტორიას, რომ დავით აღმაშენებელმა შეძლო ზუსტად იგივეს გაკეთება ათი საუკუნისწინანდელ საქართველოში. 10 საუკუნე დავით აღმაშენბლამდე და 10 საუკუნე მის შემდეგ არ უნახია არავის ამ დონის კონსოლიდირებული წინსვლა ყველაზე რეკორდულად მოკლე დროში. აი ეს არის გამაოგნებელი. ამიტომ არის, რომ შემოგვყურებენ კავკასიის ხალხები", - განაცხადა პრეზიდენტმა.