რაც უნახავს ჩვენს დამპრყობელს, იმას ვეღარ ნახავს, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გორში, ქართული პოლიციის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს იმ დამპყრობლის თვალსაზრისით, რომელიც გორიდან რამდენიმე კილომეტრში დგას, საქართველოს არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობს ხალხი, რომელიც კარად მღერის ცეკვავს, კარგი საჭმელი და სასმელი აქვთ და ამ ხალხს არ შეუძლია რამე კარგის შექმნა. მათი აზრით, ეს ხალხია, რომელიც კრიმინალიზებულია და კრიმინალი არის მათი მართვის ერთ-ერთი მექანიზმი და საშუალება.
"სწორედ ეს ტენდეცია შვცვალეთ მთლიანად. ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ რაც ეგონათ, ის არ ვართ. რაც უნახავს ჩვენს დამპრყობელს, იმას ვეღარ ნახავს. ის ვეღარაოდეს ვეღარ ნახავს კრიმინალიზებულ მორჩილ და ადვილად მანიპულირებად საქართველოს. პირველად ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ეპოქიოსთვის, ჩვენ მოვახდინეთ წრამოუდეგნელი რამ კავკასიაში, რასაც არ მოელოდა არც ერთი დამპრყობელი, რომელიც აქ შემოდიოდა, განსაკუთრებით ის, რომელიც ახლა ბოგინობს აქედან რამდენი ათეულ კილომეტრში", - განაცხადა პრეზიდენტმა.