დღეს ასევე აღვნიშნავთ რვა წლისთავს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში სეპარატისტის, ადგილობრივი ფეოდალის ასლან აბაძიშიძის გაძევებას აჭარის საზოგადეობის მიერ და აჭარის საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გორში გამართულ პოლიციის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა .
მისი თქმით, ეს მაშინ მოახერხა აჭარის საზოგადოებამ, ყველამ ერთად.
"მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასლან აბაშიძემ გაკურცხლა იგორ ივანოვთან ერთად მაშინ, როდესაც ბათუმში შევიდა შინაგანი ჯარის პირველი ჯავშანტექნიკა. ქრონოლოგიურად ეს ასე იყო. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა აჭარის საზოგადოებამ, მათმა დარაზმვამ",- განაცხადა პრეზიდენტმა.