საქართველოს პოლიცია საკუთარი საზოგადოებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზმია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გორში გამართულ პოლიციის აღლუმზე განაცხადა.
"დღეს გიორგობის ამ ბრწინვალე დღესასწაულს ჩვენ აღვნიშნავთ პოლიციის დღეს. საქართველოს პოლიცია მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტი ორგანიზმია საკუთარი საზოგადოებისთვის. ბოლო გამოკითხვით , საქართველოს პოლიციის ნდობის რეიტინგი საზოგადოების მხრიდან არის 90 პროცენტი. მას უტოლდება ავტორიტეტითა და რეიტინგით საქართველოს ეკლესია და შეიარაღებული ძალები. ეს ნამდვილად არ არის შემთხვევით", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ დიდი გამოცდილება დააგროვა და ეს არის გზა, რომელიც ქვეყანამ გაიარა.
"როდესაც 2002 ჩატარდა იგივე გამოკითხვა საზოგადოების 5 პროცენტი ენდობოდა პოლიციას. პოლიცია ეზიზღებოდათ საქართველოში. აღიქმებოდა, როგორც საფრთხის წყარო", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამის გამო ადვილი იყო ორგანიზაბეული დამნაშავეებისთვის საქართველოში ბოგინი.