"ქართული ოცნება" "ქართულ პარტიასთან" არ ითანამშრომლებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, არავითარი ურთიერთობა ოქრუაშვილთან არ იქნება.
შგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა "ქართულ პარტიასთან" ურთიერთობა გაწყვიტა. "ოთხი თვის მანძილზე ეროსი კიწმარიშვილთან პარტიას ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს. შესაბამისად, კიწმარიშვილი აღარაა აღჭურვილი პარტიის წარმომადგენლობის უფლებებით", - აცხადებენ "ქართულ პარტიაში".