დღეს რუსეთში "მილიონიანი მარში" იმართება. მოსკოვში აქცია დღის 3 საათზე დაიწყეება.
აქციების ტალღა აღმოსავლეთში დაიწყო. ხაბაროვსკსა და ვლადივასტიკში აქციაში მონაწილე 6 ადამიანია დაკავებული.
ვლადივასტოკში დაკავებულნი არიან აქციიის ორგანიზატორები.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მათი დაკავების მიზეზი მოქალაქეთა საჩივარი გახდა, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილები ხმაურობდნენ და "უცენზურო ლექსიკით გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს".
ხაბაროვსკის ხელისუფლების წარმომაადგენლები აცხადებენ, რომ აქცია ადგილობრივ მთავრობასთან შეთახმებული არ იყო. შესაბამისად, მისი ყველა მონაწილე, 4 ადამიანი დაკავებულია.