ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, გაზით დატუმბული საჰაერო ბურთების აფეთქების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა. დაზარალებულთა შორის 2 ბავშვია.
"ძირითადად დაზარალებულები არიან ახალგაზრდები. მათ შორის ორი ბავშვია. ერთი 4 წლისაა", - განაცხადა სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ნიკოლაი გრიგორიანმა.
სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია.
გრიგორიანი აცხადებს, რომ საჰაერო ბურთები ჰელიუმით იყო დატუმბული. როგორ მოხდა ინტერტული გაზის აფეთქება ამაზე გრიგორიანი კომენტრს ვერ აკეთებს.
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მიტინგზე გამოსვლის დასრულების შემდეგ მედიაცენტრ "ნაირში" გაეგზავრა, სადაც დაზარალეებულთა უმეტესობა იქნა გადაყვანილი.
შეგახსსენებთ, რომ აფეთქება ერევანში მმართველი რესპუბლიკური პარტიის მიტინგის მსველობისას მოხდა.