,,ჩვენ ორი თარიღი გვქონდა ნათხოვნი 26-27 მაისი და მათ გვირჩიეს 26-ში არ გავაკეთოთ იმიტომ, რომ ქალაქში ბევრი რამ არის დაგეგმილი", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ თბილისის მერიის განცხადების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ სტადიონების ხელმძღვანელობისგან კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ.
,,სტადიონებისგან ჯერ არა გვაქვს პასუხი აბა მერიას რა უფლება აქვს სტადიონზე თვითონ გასცეს პასუხი", _ აღნიშნა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აქციის ჩასატარებლად განაცხადი ორ სტადიონზე ბორის პაიჭაძისა და მიხეილ მესხის სტადიონებზე აქვს გაკეთებული.
თბილისის მერიამ ,,ქართული ოცნების" აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით ნებართვა დღეს გასცა.