საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი, პლენარული სხდომების დაწყების ნორმასთან დაკავშირებით, ქაუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის მიერ გამოთქმული შენიშვნის გაზიარებას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ მან აკაკი ბობოხიძის მიერ გამოთქმულ იმ შენიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, სხდომები ისევ 11:00 საათზე უნდა იწყებოდეს და მისი 12:00-მდე გადატანა მიუღებელია.
გოგორიშვილის განმარტებით, კომიტეტმა ამ საკითხზე მსჯელობისას მთავარ პრინციპად აიღო ის, რომ პარლამენტს სამუშაო საათების რაოდენობა იმდენივე უნდა ჰქონდეს, რამდენიც დღეს აქვს.
,,არავისთვის არ არის დასამალი, რომ ქუთაისში ადამიანებს სხვადასხვა რაიონებიდან, ასევე თბილისიდან მოუწევთ სიარული. მაქვს ძველი პარლამენტების გამოცდილება, რომ ნახევარზე მეტის საცხოვრებელი ადგილი თბილისია. თუ დღეს 60-მდე დეპუტატს უწევს რაიონებიდან თბილისში სიარული, მომავალ პარლამენტში ვეჭვობ, რომ ქუთაისში ჩასვლა გაცილებით მეტს მოუწევს. თუმცა არც ერთი ნორმის შესახებ კატეგორიული დამოკიდებულება არ გვაქვს", - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, თუ კომიტეტი ამ საკითხის შესახებ უმცირესობაში აღმოჩნდა, შენიშვნა გაზიარებული იქნება, მაგრამ თუ ბობოხიძე და მისი მომხრეები აღმოჩნდებიან უმცირესობაში, მაშინ პროექტში შეტანილი ნორმა დარჩება.
გოგორიშვილი არ ეთანხმება ბობოხიძეს იმასტან დაკავშირებითაც, რომ ორის ნაცვლად ერთ საათიანი შესვენება არასაკმარისის იქნება. მისი განმარტებით, ოთხშაბათსა და პარასკევს, როდესაც პლენარული სხდომები ჩატარდება, კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარდება.
,,ყველას ვთხოვდი, რომ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მუხლს მიაქციონ ყურადღბა, არამედ თავიდან ბოლომდე წაიკითხონ პროექტი."- დასძინა დეპუტატმა.