დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში დავითაიამ შეხვედრები გამართა თურქ კოლეგა ფარუკ ჩელიკთან და ქართული სათვისტომოებისა და კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
განიხილეს კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და თურქეთ-საქართველოს შორის კულტურულ-ეკონომიკური საკითხები.