„დემოკრატიული მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მახაჭკალაში განხორციელებული ტერაქტების შედეგად გარდაცვლილი თორმეტი ადამიანისა და ასზე მეტი დაშავებულის გამო.
"ტერორიზმთან ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოს ერთ - ერთ პრიორიტეტად რჩება. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს „შავი ჭირი", რომელიც ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო და უფრო მეტ უდანაშაულო ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს. „დემოკრატიული მოძრაობა" უსამძიმრებს ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს", - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.