ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატს აკაკი ბობოხიძეს ხონის რაიონის მაჟორიტარობის სურვილი აქვს.
როგორც ბობოხიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარობის სურვილი მას არც არასოდე ჰქონია და არც ამჯერად აქვს. მისი თქმით, ამ მომწვევის პარლამენტში იგი ქუთაისის სახელით, ნინო ბურჯანაძის ცნობილი გადაწყვეტილების გამო მოხვდა, რომელიც სიის შეტანამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო.
ბობოხიძის განცხადებით, თავად ყოველთვის ჰქონდა და აქვს სურვილი კენჭი იყაროს იმ რაიონში, "სადაც დაიბადა, გაიზარდა და სადაც ყველა კენჭი იცის,".
,,დეპუტატის შესაძლებლობები არ იზრდება იმით, თუ რომელ რაიონს წარმოადგენს. მე მაქვს ერთნაირი შეასძლებლობა. ეს შესაძლებლობა განაწილებული ხონზე უფრო იოლი ტვირთია, ვიდრე ქუთაისზე. ქუთაისი ძალიან სერიოზული ტვირთია", - დასძინა ბობოხიძემ.
ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, სოსო ფხაკაძის კანდიდატურის დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ბობოხიძე აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერ დაადასტურებს.
რაც შეეხება ხონის ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატს დავითYჭავჭანიძეს, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის პარტიის გადაწყვეტილებას დაემორჩილება.