"ლეიბორისტული პარტია" "ქართული დასის" სოციალურ ინიციატივებს უერთდება.
საკუთარი პარტიის მიერ მომზადებული სოციალური ინიციატივები ჯონდი ბაღათურიამ დღეს შალვა ნათელაშვილის გუნდს გააცნო.
"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპის სივრცეში, სადაც არ არსებობს საარსებო მინიმუმი, მინიმუმთან გათანაბრებული ხელფასი, პენსია და სოციალური შეღავათი. ჩვენთან მხოლოდ პრეზიდენტის სოციალური დემაგოგია, შიმშილი და სიღატაკე სუფევს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ჯონდი ბაღათურია პენსიის მინიმუმამდე გაზრდის შესახებ საკუთარ ინიცატივას სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც გააცნობს.