გლდანის, ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმარი ციხეში ცემის შედეგად გარდაიცვალა. 39 წლის პატიმარი სასჯელს, მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შენახვისთვის იხდიდა.
მსჯავრდებულს, რომელსაც ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა და ხუთი წელით პირობითი ჰქონდა მისჯილი ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა.
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აღნიშნულ ფატქს ეხმიანება, თუმცა საბოლოო დასკვნისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
ტუღუში აღნიშნავს, რომ გლდანის ციხეში არაა პირველი შემთხვევა, როცა პატიმარს სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. თუმცა გავრცელებული ფოტომსალის მიუხედავად შეუძლებელი ხდება კონკრეტული დასკვნის გამოტანა. ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კონკრეტული დასკვნის გამოტანა მხოლოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სრული დასკვნისა და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კონკრეტულ დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმარს აღენიშნება სხვადასხვა ხასიათის დაზიანებები. მიუხედავად გავრცელებული ფოტომასალისა, შეუძლებელია კონკრეტული დასკვნის გაკეთება და დაზიანებების ზუსტ წარმომავლობაზე საუბარი. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახი აპირებს ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მოწვევას. მხოლოდ ექსპერტის თუნდაც წინასწარი დასკვნის და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სრული დასკვნისა და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ იქნება შესაძლებელი, დაზიანებების წარმომავლობაზე კონკრეტული საუბარი", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
გიორგი ტუღუში სამართალდამცველებს მოუწოდებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ და ადეკვატურად იმოქმედონ_ აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მსჯავრდებულის ზურაბ დელიანიძის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუკით გავრცელდა.