PSP-ს ახალი კონცეფციის მესამე აფთიაქი თბილისში, ფალიაშვილის N87-ში გაიხსნა. ინოვაციური კონცეფციის პირველი აფთიაქი თბილისში, PSP-ს დაარსების ადგილას, პეკინის N67-ში, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში, ტბელ აბუსელიძის N13-ში, გაიხსნა.
PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქები მომხმარებელს თანამედროვე და განსხვავებულ გარემოში ახალი ბრენდებისა და ინოვაციური სერვისების აღმოჩენის შესაძლებლობას სთავაზობს. გარანტირებული ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანიდან სასურველი პროდუქტის შერჩევა ამ სივრცეში კიდევ უფრო მარტივი და კომფორტულია, განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო სარკე და ინოვაციური საპრეზენტაციო თარო კი თავის მოვლის პროდუქტების გაცნობას სრულიად ახალ გამოცდილებად აქცევს.
სადიაგნოსტიკო სარკე ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი მონიტორია, რომლის კამერა და პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლის სახის კანის მდგომარეობას აანალიზებს. გამოვლენილი მდგომარეობების - ლაქების, ნაოჭების, თვალის გარშემო მუქი წრეების, სიმშრალის, ცხიმიანობისა და სხვა პრობლემების მიხედვით ეკრანზე ჩნდება პერსონალიზებული რეკომენდაციების შეთავაზება მისი კანის საჭიროებების მიხედვით.

მიღებული რეკომენდაციების გაცნობა მომხმარებელს QR კოდის დასკანერებით შეუძლია, სურვილის შემთხვევაში კი სასურველ ელექტრონულ ფოსტაზე მიღება.
ინოვაციური საპრეზენტაციო თარო მომხმარებელს პირველად სწორედ ახალი კონცეფციის აფთიაქში შეუძლია იხილოს. ახალ აფთიაქში წარმოდგენილია კორეული ბრენდის - „მიზონის“ საპრეზენტაციო თარო, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის გაცნობას უფრო მარტივსა და საინტერესო გამოცდილებად სთავაზობს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თაროზე განთავსებული პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაცია ეკრანზე მიიღოს, უკეთ გაიცნოს მისი შესაძლებლობები და მისთვის სასურველი პროდუქტი უფრო მარტივად შეარჩიოს.
მსგავსი საპრეზენტაციო თაროები შერჩეულ აფთიაქებში სხვადასხვა ბრენდის პროდუქტებით განთავსდება, რათა მომხმარებელს ახალი და საინტერესო მეთოდით პროდუქციის გაცნობა და მისთვის სასურველი არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაუადვილდეს.
საზეიმო ლენტი PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა ანო გოგიჩაძემ და ქსელის მართვის სამსახურის უფროსმა ნანა გვილავამ გაჭრეს. ახალი კონცეფციის აფთიაქის გახსნას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები დაესწრნენ.
