კუნძულ ჰაიტიზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. განმეორებითი ბიძგები 6-ბალს შეადგენდა.
სეისმოლოგების ვარაუდით, ახალ ბიძგებს რეგიონში ცუნამიც მოჰყვება.
ინფორმაციას ახალი მიწისძვრის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია რა შედეგები მოჰყვა სტიქიას. ამ დრომდე არ ვრცელდება ვიდეომასალა სტიქიის ზონიდან.
დილიდან სტიქიის ზონაში გაერო-ს დამატებითი ძალები ჩავიდნენ. ჰაიტიზე ამერიკელი სამხედროებიც მუშაობენ.