მანანა არჩვაძე გამსახურდიას მომხრეებმა ბრიტანეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე 60-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
აქციის მონაწილეები ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან მიიტანეს ინგლისურენოვანი ტრანსფარანტები წარწერით: "თავისუფლება პოლიტპატიმრებს და ცოტნე გამსახურდიას", "შეწყდეს ზვიად გამსახურდიას ოჯახისწევრების დევნა", "დასრულდეს საქართველოში დიქტატურა".