ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის შედეგბის, კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გამოიყურება: "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - 37 %, "ქართული ოცნება" - 19 %, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - გიორგი თარგამაძე - 10 %.
კითხვაზე, რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად, ლიდერობს გიორგი თარგამაძე - 28 %, ბიძინა ივანიშვილი - 21 %.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა GALLUP-ის მეშვეობით მარტსა და აპრილში ჩაატარა. კვლევები USAID-მა დააფინანსა. ამასთან, როგორც IRI-ში განმარტეს, კვლევების პოლიტიკური პარტიებისთვის გაცნობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.