რუსეთის შეიარაღებული ძალბის გენშტაბში აცხადებენ, რომ ევროპული რაკეტსაწინაღმდეგო თავდაცვის სისტემა რუსეთისათვის მისი განხორციელების მეოთხე ეტაპიდან იქნება საფრტხის შემცველი. "თუმცა იგი მესამე ეტაპზეც ასევე საშიშია", _ აცხადებს რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი გერასიმოვი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"პოლონეთში არსებული ევროპული რაკეტსაწინაღმდეგო თავდაცვის სისტემის ობიექტი, თავისი რეალიზაციის მეოთხე ეტაპზე არსებითად ანტირუსული პოტენციალის მატარებელია", _ აცხადებს გერასიმოვი.
მისივე თქმით, თუ რუსული რაკეტების ტრაექტორია ევროპის ცენტრზე გავა, მაშინ მათთვის ასევე საფრთხის შემცველი იქნება ევროპული რაკეტსაწინაღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც რუმინეთში იქნება განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და აშშ მოილაპარაკეს, რომ ევროპული რაკეტსაწინაღმდეგო თავდაცვის სისტემის საკიტხში ითანამშრომლებენ. ეს შეთანხმება 2010 წელს ლისაბონის სამიტზე მოხდა. თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა. რუსეთი აშშ-სგან მოითხოვს მისცეს მას იურიდიული გარანტია იმისა, რომ ევროპული რაკეტსაწინაღმდეგო თავდაცვის სისტემა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ევროპული რაკეტსაწინაღმდეგო თავდაცვის სისტემა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. მესამე და მეოთხე ეტაპების განხორციელება 2018-2020 წლებისთვისაა დაგეგმილი.