ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისია დღეს ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს. ამის შესახებ კომისიის სხდომის დაწყებამდე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, განცხადება და რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპარლამენტს გადაეგზავნება.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე ამ წუთებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და დევნილთა მდგომარეობაზე მსჯელობენ.
კომისიის სხდომა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ესწრება, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
დღესვე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხი პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავს.