,,ანაკლიაში მინდა მოაფინონ ჩემი ფერფლი, როცა აღარ ვიქნები", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ ანაკლია მისთვის საუკეთესო გარემოა.
„ჩემთვის წარმოუდგენელი აურაა ანაკლიაში, ამიტომ „მინდა ჩემი ფერფლი ანაკლიის მიწას მოაფინონ, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები. ასევე ჩემი მიწა არის კახეთი და აღმოსავლეთ საქართველო, სადაც სახლი მაქვს. ასე არის ყველა ქართველი, ამიტომ არის, რომ თბილისი არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის დედაქალაქი. თბილისი არის დედაქალაქი როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის, ისტორიულად და კულტურულად. თბილისი გახდა მთელი რეგიონის მისაბაძი მაგალითი რეფორმების და ეკონომიკური პოროგრესის თვალსაზრისით", - განაცხადა სააკაშვილმა.